ბიოლოგიური ომი

ბიოლოგიური ეწოდება ისეთ ომს, სადაც ხდება ბიოლოგიური ტოქსინების ან ინფექციური აგენტების გამოყენება, როგორიცაა ვირუსები, ბაქტერიები და სოკოები, იმ მიზნით, რომ მოკლას ან ზიანი მიაყენოს ადამიანს, ცხოველს ან მცენარეს. ბიოლოგიურ იარაღებს (ასევე იწოდება ბიო-აგენტებად) მიეკუთვნება ის ცოცხალი ორგანიზმები და რეპლიკაციის უნარის მქონე ნანო-ნაწილაკები (ვირუსები), რომლებიც მრავლდებიან მასპინძელ ორგანიზმებში. ტოქსინები არ მრავლდებიან მასპინძელ ორგანიზმში, თუმცა ისინიც მიეკუთვნებიან ბიოლოგიურ იარაღებს. ენტომოლოგიური (მწერების) ომიც, წარმოადგენს ბიოლოგიური ომის ტიპს.

ბიოლოგიური იარაღების სხვადასხვა გზებით გამოყენებაა შესაძლებელი- მოწინააღმდეგეზე სტრატეგიული  ან ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ბიოლოგიური აგენტები შეიძლება იყვნენ ლეტალურები (მომაკვდინებელი) ან არალეტალურები და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ერთი ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის ან მთლიანი პოპულაციის მიმართ.

ტერორიზმის დროს, თუ ხდება ბიოლოგიური აგენტების გამოყენება, ის იწოდება ბიოტერორიზმად.

ბიოლოგიური იარაღების თავდასხმითი მიზნით გამოყენებას კრძალავს 1972 წელს მიღებული კონვენცია, რომელსაც 2011 წლის მონაცემებით, 165 ქვეყანამ მოახდინა რატიფიცირება ან თანხმობა; ამ კონვენციის მიზანია მოხდეს პრევენცია ბიოლოგიური იარაღებით შეტევების, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ადამიანების სიკვდილი და ამასთან ერთად, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება. ბევრი ქვეყნები, მათ შორის ისინი, რომლებმაც კონვენციის რატიფიკაცია მოახდინეს, ატარებენ კვლევებს ბიოლოგიური ომისგან თავდაცვის კუთხით, რაც არაა აკრძალული კონვენციის მიხედვით.

ისტორია

ბიოლოგიური იარაღების გამოყენების მარტივი ფორმები, გამოიყენებოდა შორეულ წარსულშიც. ბევრი მაგალითები არსებობს ანტიკური ხანიდან. ძველი წ.აღ მეექვსე საუკუნეში, ასირიელებმა მოწამლეს მტრის საკვები, სოკოთი.  ძვ. წ. აღ 184 წელს, ჰანიბალმა, მის მებრძოლებთან ერთად, გამოიყენა თიხის ქოთნები, რომლებიც სავსე იყო გველის შხამით და ისროლა ისინი პერგამონელების გემების-გემბანის მიმართულებით.

1346 წელს,მონღოლებმა შავი ჭირით დაავადებული გვამები ესროლეს, ალყაში მყოფ ქალაქ კაფას.

იაპონია-ჩინეთის ომის (1937-1945) და მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიას ქონდა საიდუმლო დაწესებულებები (მაგ. Unit 731), სადაც ატარებდა ექსპერიმენტებს პატიმრებზე, მათ შორის ასობით ჩინელებზე, სადაც მათზე აკვირდებოდნენ სხვადსხვა დაავადებების განვითარებას, ასევე ბიოლოგიურ იარაღებს იყენებდნენ ჩინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა.

იმის შიშით, რომ ნაცისტური გერმანია ამზადებდა ბიოლოგიურ იარაღებს, ა.შ.შ-მ, ბრიტანეთმა და კანადამ, 1941 წელს დაიწყო ბიოლოგიური იარაღების განვითარების პროგრამები, რასაც შედეგად მოჰყვა ჯილეხის, ბრუცელიოზის და ბოტულიზმის ტოქსინის პოტენციურ იარაღად გარდაქმნა. შემდგომში აღმოჩნდა, რომ გერმანელთა ბიოლოგიურ იარაღებზე შიში, გაზვიადებული იყო.

ბიოლოგიურ იარაღების განვითარების კუთხით, მნიშნელოვანი კვლევები ჩატარდა ცივი ომის პერიოდში (1947-1991)- ა.შ.შ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და საბჭოთა კავშირის მიერ, თუმცა ითვლება, რომ ბიოლოგიური იარაღები ამ პერიოდში არ გამოუყენებიათ.

ზოგადი დახასიათება

ბიოლოგიურ იარაღებს აქვთ პოტენცია გამოიწვიონ ბევრად მეტი სიკვდილიანობა, ვიდრე ბირთვულ, ქიმიურ ან კონვენციურ იარაღებს, მათ მასასთან შედარებით. შესაბამისად, მისი გამოყენება შეიძლება სტრატეგიული კუთხით, მოწინააღმდეგის თანდათანობით დასასუსტებლად. ტაქტიკური კუთხით (ანუ, მცირე მასშტაბის ბრძოლაში და მოკლე დროში), ის ნაკლებად ეფექტურია, რადგან, ხშირად, საჭიროა რამოდენიმე დღე, იმისათვის რომ, ბიოლოგიურმა იარაღმა გამოიწიოს მისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური ეფექტი.

ზოგიერთი თვლის, რომ თანამედროვეობაში, ადამიანი ბიოლოგიურ იარაღს, განზრახ, არასდროს არ გამოიყენებს, მისი უკონტროლო ხასიათიდან გამომდინარე: დაავადება შესაძლებელია უკან დაუბრუნდეს მის გამომყენებელს და შეიძება უარესი შედეგი მიადგეს მას, ვიდრე მის სამიზნეს. მაგ. ყვავილის გამომწვევ ვირუსს შეუძლია საკმაოდ მალე გავრცელდეს მსოფლიო მასშტაბით და საბოლოოდ, აუცილებლად დააზარალებს მის გამომყენებელსაც. თუმცა ეს არგუმენტი არ ეხება აუცილებლად, ყველა მიკრობიოლოგიურ აგენტს, რადგან მაგ.ზოგიერთი ბაქტერიის გამოყენება შესაძლებელია ისე, რომ, მან მხოლოდ გარკვეული რადიუსის ფარგლებში იმოქმედოს.

ბიოლოგიური აგენტისთვის იდეალური მახასიათებლლები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიოლოგიურ იარაღად- ადამიანების წინააღმდეგ არის: მაღალ ინფექციურობა (პათოგენის უნარი, გამოიწვიოს ინფექცია,ამით ხდება განსაზღვრა, თუ რამდენად ხშირად ვრცელდება ის მასპინძელ ორგანიზმებს შორის), მაღალი ვირულენტობა და ვაქცინების არ არსებობა. სასურველია მახასიათებელია ასევე, ბიოლოგიურმა იარაღმა დიდი ხნით შენახვის პირობებშიც შეინარჩუნოს ინფექციურობა და ვირულენტობა. ასევე სასურველია, რომ, შესაძლებელი იყოს, მისი გავრცელების კონტროლი.

ბიოლოგიური იარაღების წარმოება არ წარმოადგენს იმდენად დიდ პრობლემას, რამდენადაც მათი შენახვისა და ეფექტურად გავრცელების საშუალებების გამონახვა.

მაგ. Bacillus antracis ( ჯილეხის, იგივე ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერია)  ითვლება ერთ ერთ ეფექტურ აგენტად, რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ის წარმოქმნის სპორებს, რაც  მნიშნელოვანია მისი აეროზოლებად  გავრცელებისთვის და მეორე, მისი საინკუბაციო პერიოდი (ადამიანის დასნებოვნებიდან დაავადების პირველი კლინიკური ნიშნების გამოჩენამდე დროის მონაკვეთი) ხანმოკლეა და 90 %-ზე მეტ შემთხვევებში, ჯილეხის სპორების ინჰალაცია მთავრდება სიკვდილით,  თუ მისი დროული მკურნალობა არ მოხდა; ამავე დროს, მის გამავრცელებს შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას შესაბამისი ანტიბიოტიკების გამოყენებით.

ჯილეხით ფართომასშტაბიანი შეტევისთვის, საჭიროა შეიქმნას მისი აეროზოლები, რომლის ზომა იქნება 1.5-5 მიკრონამდე. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები, ვერ გაივლიან ქვედა სასუნთქ გზებს, ხოლო უფრო მცირე ზომის ნაწილაკების უკან, ატმოსფეროში ამოსუნთქვა მოხდება. ასევე, საჭიროა, ბიოლოგიურ იარაღი რეზისტენტული (გამძლე) იყოს წვიმისა და ულტრაიისფერი რადიაციის მიმართ.

ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც ითვლება, რომ, პოტენციურად შეიძლება გამოყენებულ იქნას ან გამოყენებულ არიან ბიოლოგიურ იარაღად, მიეკუთვნება ბაქტერიები, როგორიცაა: Bacillus anthracis, Brucella spp., Burkholderia mallei, Burkholderia pseudomallei, Coxiellia burnetii, Francisella tularensis, Vibrio cholera და სხვა. ვირუსული აგენტებიდან, ებოლა ვირუსები, Bunyaviridae ოჯახის  წარმომადგენლები, Flaviviridae ოჯახის წარმომადგენელი ვირუსები და სხვა. სოკოვანი აგენტებიდან, რომლის შესწავლაც მიმდინარეობდა, მიეკუთვნება Coccidioides spp.

ტოქსინები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულლ იქნას იარაღებად, მიეკუთვნება რიცინი, სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი B ( ბაქტერია Staphylococcus aureus-ის მიერ, წარმოქმნილი ენტეროტოქსინი), ბოტულიზმის ტოქსინი, და ბევრი სახის მიკოტოქსინები.

ბიოლოგიური აგენტები შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის:

  • ჰაერში, აერზოლების სახით: ეს გავრცელების ეფექტური საშუალებაა და ინფექციის განვითარებისთვის საჭიროა, ადამიანმა ის ჩაისუნთქოს საკმარისი რაოდენობით.
  • ასაფეთქებელი საშუალებების მიერ: ბიოლოგიური აგენტების გავრცელება შესაძლბელია რაიმე ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, თუმცა ეს არაა იმდენად ეფექტური მეთოდი, როგორც აეროზოლებით გავრცელება, რადგან აფეთქებასთან ერთად, ზიანდებიან ბიოლოგიური აგენტები და მხოლოდ 5%-ზე ნაკლები რჩება, რომლებსაც შეუძლიათ დაავადების გამოწვევა.
  • ბიოლოგიური იარაღის გავრცელება შესაძლებელია მოხდეს, მისი საკვებში ან სასმელში მოხვედრით.

თავდაცვის საშუალებებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას:

  • ვაქცინაცია: მაგ. დღეისათვის არსებობს ციმბირის წყლულისა და ყვავილის ვაქცინები.
  • ანტიბიოტიკები: ბაქტერიული ორგანიზმების შემთხვევაში, სამკურნალოდ შესაძლებელია გამოყენბულ იქნას ანტიბიოტიკები.
  • სპეციალური ნიღაბები: დღეისათვის არსებულ აირწინაღებს ან სხვა ტიპის, ჰაერის ნაწილაკების მფილტრავების გამოყენება შესაძლებელია ბიოლოგიური იარაღებისგან თავის დაცვის მიზნით.

ენტომოლოგიური ომი

ენტომოლოგიური ომი არის ბიოლოგიური ომის ტიპი, რომელიც იყენებს მწერებს- ადამიანებზე შეტევისთვის.  კონცეფცია არსებობდა საუკუნეების მანძილზე და კვლევები მიმდინარეობს თანამედროვეობაშიც. ენტომოლოგიურ ომში ხდება მწერების გამოყენება, როგორც პირადპირი შეტევის საშუალება ან ხდება მათი გამოყენება დაავადების გადამტანებად.  ენტომოლოგიური ომის სამი ტიპი არსებობს: პირველის დროს, ხდება მწერების ვექტორებად (გადამტანებად) გამოყენება, რომლებსაც გადააქვთ პათოგენი; ამ მწერებს ავრცელებენ  სამიზნე ადგილას და შემდეგ, ისინი აინფიცირებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი უკბენენ. მეორე ტიპის დროს, ხდება მწერების გამოყენება- მტრის მოსავლის წინააღმდეგ, შესაბამისად ის, სოფლის მეურნეობისთვის წარმოადგენს საშიშროებას. მესამე ტიპის დროს კი, ხდება ისეთი მწერების გამოყენება, როგორიცაა ფუტკრები, კრაზანები, კოღოები და სხვა, რომლებიც გამოიყენება სამიზნესთვის პირდაპირი შეტევისთვის.

Posted in WMD. Tagged with , , , , , , , .

დატოვე კომენტარი